Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეაჩერონ ევა კაილის წამება და არაადამიანური მოპყრობა, მისცენ საშუალება ზე-ცივილიზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი

მარშალ პრესი 18/02/2023
დავით ქართველიშვილი

რა ემოცია უნდა გეუფლებოდეს, როდესაც euronews.com-ის იმ ინფორმაციას გაეცნობი, რომ იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას, რომ მის პატიმარ თანათავმჯდომარეს, ევა კაილის ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან – კამერაში ცივა, ქალს კი არ აძლევენ მეორე საბანს და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებას, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

“ეს ემოცია რაღაც აუცილებლად მისაღები რეზოლუციის კონტურებს იძენს ჩემში, რომ შეაჩერონ ქალბატონის წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომ მისცენ საშუალება ზე-ცივილიზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი, რომელიმე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში, მაგალითად საქართველოში, მაგრამ თანამედროვე დასავლური „ცივილიზაციით“ ტანჯული და ნაწამები ყველა თუ ჩვენთან გადმოვიყვანეთ, მათი „ფასეულობების“ რეალურ ფასს ვინ და როგორ გაუგებს? ამიტომ, ჩემს წარმოსახვებში ვიფიქრე, ისე იყოს, როგორც არის, რა გაეწყობა და „ჩემი რეზოლუციის“ ტექსტი მეხსიერებიდან წავშალე…“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ევა კაილი პატიმრობაში, სულ მცირე, 2 თვით დატოვა.

Post navigation

Previous: მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.