Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში – “ქართული ოცნება”

მარშალ პრესი 18/02/2023
ბიძინა ივანიშვილი

პარტია “ქართული ოცნება”  ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს აქვეყნებს:

18 თებერვალი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ქართველი მეცენატის და ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.

ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც 2012 წელს სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას და საბოლოოდ, ეს ბრძოლა მისი, ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა.

რეჟიმის ცვლილებამ საქართველოს მოქალაქეს ღირსება, თავისუფლება და მომავლის იმედი დაუბრუნა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანა დადგა დემოკრატიულ რელსებზე და უამრავი გამოწვევის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუციები და რაც მთავარია, განუხრელად არის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება. ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას და მის ოჯახს!”- ნათქვამია პარტია “ქართული ოცნების” მისალოც წერილში.

Post navigation

Previous: დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით იმართება
Next: მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.