Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ფრანგული კომპანიის – „Airbus Helicopters”-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მარშალ პრესი 17/02/2023
3

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „Airbus Helicopters”-ის აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ივენს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, კერძოდ კი, აღინიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია “Airbus Helicopters”-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით გააფორმა ხელშეკრულება. “H145” მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. მიუხედავად პანდემიის წლებში ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალისა, ქვეყანამ მოლოდინს გადააჭარბა და ისევე, როგორც 2021 წელს, 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

 

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში
Next: პრემიერ-მინისტრი Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს ჯარედ კოენს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.