IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის მერი კახა კალაძე მიმართავს შესაბამის სამსახურებს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით მგზავრობა გააკონტროლონ.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიის შენობასა და სხვა დაწესებულებებში პირბადით გადაადგილების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში 38 ახალი ინფიცირებული გვყავს, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, ადამიანები, ვინც შეგიძლიათ სახლიდან დისტანციურად ამუშაოთ, ეს ყველაფერი ძალაში დავტოვოთ. ასევე გავითვალისწინოთ, რომ მერიის შენობაში და ყველა დაწესებულებაში აუცილებელია პირბადეებით გადაადგილება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დაცული იყოს.

მინდა შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენაციები, რაც არის, მგზავრობა, მხოლოდ და მხოლოდ, პირბადით იყოს შესაძლებელი, ესეც კონტროლზე ავიყვანოთ. არსებული რეკომენდაციებით საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაქსიმალურად დავეხმაროთ, ვინაიდან მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება