IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატება მოსალოდნელი იყო, რადგან ზაფხულში ქვეყანაში მობილობა გაიზარდა. მისივე თქმით, ამ რაოდენობის ახალი შემთხვევები ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ ტვირთს არ წარმოადგენს.

„ჩვენ 34 შემთხვევა აპრილშიც გვქონდა. პრინციპში, ეს პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაზრდილია. ზაფხულია, ქვეყანაში შიდა ტურიზმის სერიოზულად არის გაზრდილი. 38 შემთხვევა იქნება, 25, 30 თუ 50, ეს არ წარმოადგენს დიდ ტვირთს ჯანდაცვის სისტემისთვის. ის სრულად მართვადი და კონტროლირებადია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას და არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ქართველებმა დავამარცხეთ კორონავირუსი. არ დაგვიმარცხებია. ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, ამას ბევრი კვლევა და დაკვირვება მიუთითებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, მაშინ საშიშროება დადგება ფართომასშტაბიანი გავრცელებისა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება