Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

როგორი კანონი მოქმედებს გერმანიაში ლობისტებისა და NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობაზე

მარშალ პრესი 17/02/2023
oo

გერმანიის ბუნდესტაგში ლობისტების რეესტრი მოქმედებს, სახელწოდებით lobbyregister.bundestag.de, სადაც ლობისტური ორგანიზაციები წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების, გაწეული საქმიანობისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ბუნდესტაგის წინაშე დეტალურ ინფორმაციას წარადგენენ.

როგორც რეესტრის აღწერაშია მითითებული, ლობის რეგისტრაციის გვერდის მიზანია ინტერესების წარმომადგენლობა გერმანიის ბუნდესტაგსა და ფედერალურ მთავრობაში. მათი განმარტებით, ლობისტური ორგანიზაციების სოციალური ინტერესების წარმოჩენა პოლიტიკასა და საზოგადოებაში დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

ლობის რეესტრი საშუალებას იძლევა გამჭვირვალე გახადოს ორგანიზაციების გავლენა სხვადასხვა სტრუქტურაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. იგი შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებას პოლიტიკის მიმართ და გადაწყვეტილების მიღების პროცესების ლეგიტიმურობას პარლამენტსა და მთავრობაში. ასევე, მისი მიზანია ამ პროცესებში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობასთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობის შექმნა.

ლობისტების რეესტრში დარეგისტრირებულია ორგანიზაცი Transparency International Deutschland-იც, რომელიც ყოველწლიურად ბუნდესტაგისა და ფედერალური მთავრობის წინაშე ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს. რეესტრში ასევე რეგისტრირებულია Amnesty International, Human Rights Watch.

ლობისტების რეესტრში ფინანსურ ანგარიშგების წარდგენა ხორციელდება კორპორაციებისთვის კომერციული კოდექსის ბუღალტრული აღრიცხვის დებულებების საფუძველზე.

Post navigation

Previous: სამი არხი გაერთიანდა, რადიკალური ოპოზიციის სრული სპექტრი შეიკრიბა თავისი მომხრე “სამოქალაქო საზოგადოებით” და ამ ფონზე “მთავარი არხი” მაინც მეოთხე ადგილზე გავიდა
Next: მართლა უმრავლესობა ვართ ამ ქვეყანაში – ელენე ხოშტარია (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.