Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იგეგმება პრემიერის მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები

მარშალ პრესი 17/02/2023
ლევან იზორია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, იგეგმება მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც პირველ პირებთან, ასევე გათვალისწინებულია მისი მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში და ეს დისკუსია შეეხება რეგიონულ უსაფრთხოებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ კონფერენციის ხელმძღვანელი ბატონი ჰოისგენი გაუწევს მოდერაციას აღნიშნულ პანელს, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის მიუნხენში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებთან შეხვედრის პარალელურად, ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

„პოლიტიკოსებთან შეხვედრის პარალელურად, ასევე გათვალისწინებულია მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები იმისთვის, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს და კონკრეტული გეგმები დაისახოს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით,“– აღნიშნა ლევან იზორიამ.

Continue Reading

Previous: აღნიშნული ვიდეო მიზნად ისახავს პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას
Next: ჯერ რეზოლუციაზე ხელმოწერით და შემდეგ გენშტაბის უფროსის პირით საზოგადოებას ფაქტობრივად უთხრეს, რომ ომი მათ დაიწყეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025