IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება და ამ ვადის გადატანის საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყველგან შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა გატარდეს.

„აუცილებელია დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. ეს ბავშვებს არ ეკუთვნის, მაგრამ ეკუთვნით სხვებს; ყოველდღიური სანიტარული დამუშავება დახურული შენობების, ხშირი განიავება, დისტანციის დაცვა და სანიტარული წესრიგის დაცვა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება მოეშვა და წესებს უკვე ნაკლებად იცავს, რაც ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის. გამყრელიძემ მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„კორონავირუსული ინფექცია კიდევ დაახლოებით წელიწადი და მეტი არ დამთავრდება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. ანუ უნდა დავიცვათ სწორი ბალანსი – ერთი მხრივ, სწრაფად აღმოვაჩინოთ ინფიცირებული ადამიანი და სწრაფად ვუმკურნალოთ (საბედნიეროდ იმატებს უფრო მეტად მსუბუქი შემთხვევები და ეს კარგია) და დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, ცოტა რთულია, მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა“, – აღნიშნა მან.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება