IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„დონას“ კლასტერს უკავშირდება 23 შემთხვევა, დაინფიცირებულები არიან საკონდიტროს თანამშრომლები, ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, ინფექცია რამდენად გავიდა „დონას“ გარეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად 600 ნიმუშია აღებული, რომლის პასუხებიც დღეს გახდება ცნობილი.

„გუშინ საღამოს გამოცხადდა, მასიურად ყოფილიყო მოწოდება ადამიანებისთვის, ვინც იყო ბოლო დღეებში ამ კაფეში, შეეძლოთ მისვლა ბათუმში კარვებში, რათა ჩაეტარებინათ ტესტირება, 600-მდე ტესტია აღებული და დღეს გვექნება მათი პასუხები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კოვიდინფიცირების 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება