Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს

მარშალ პრესი 17/02/2023
შალვა პაპუაშვილი

,,საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ყველა დედაქალაქში. ეს არის ის განწყობა, რომ თავის დროზე, ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ,,იმედი LIVE “ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა საქართველო ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მოსაღებად.

,,ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუკი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ევროკავშირს არ ჰქონდეს არც ერთი არგუმენტი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. მის პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც იმედი გვაქვს, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ელისო კილაძე კვლავ არ მიიწვიეს კრიტიკული ტელევიზიების საერთო გადაცემაში
Next: ნიკა გვარამია მომავალი თაობებისთვის წიგნს წერს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.