Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიღებული ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის უდავო დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეს ორგანო საერთოდ დაცლილია სამართლისა და სამართლიანობისგან

მარშალ პრესი 16/02/2023
დავით ზარდიაშვილი

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიღებული ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის უდავო დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეს ორგანო საერთოდ დაცლილია სამართლისა და სამართლიანობისგან, მთლიანად ემიჯნება სამართლის იდეას; ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით – უგუნურების მწვერვალს წარმოადგენს, რადგან ძირს უთხრის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, სამართლის ექსპერტი დავით ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მტრული, არამედ ანტი-სამართლებრივი, ბოროტმოქმედების მხარდამჭერი და მართლმსაჯულების საპირისპირო, მაშასადამე თავისთავადაც – ფუნდამენტურად ანტი-ევროპული ნაბიჯი, ეს არის გზა ევროკავშირის კრახისკენ და ევროპული იდეის განადგურებისკენ. როგორც დავით ზარდიაშვილი აღნიშნავს, ევროპა დასაცავია ევროპარლამენტისგან და მთავარი საფრთხე ევროპულ სახელმწიფოებს ამ ფსევდო-პოლიტიკური ორგანოსგან ემუქრებათ. ეს უდავოა და რეზოლუცია სწორედ ამის უტყუარი საბუთია.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიღებული ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის უდავო დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეს ორგანო საერთოდ დაცლილია სამართლისა და სამართლიანობისგან, მთლიანად ემიჯნება სამართლის იდეას; ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით – უგუნურების მწვერვალს წარმოადგენს, რადგან ძირს უთხრის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას. ასეთი პარტნიორობა კი ისევე შედის ევროკავშირის ინტერესებში, როგორც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. პოლიტიკურად უგუნური და ყოვლად უსჯულო ეს რეზოლუცია გმობაა თავად ევროპის იდეისა, რაც საქართველოში ყოველთვის ესმოდათ, დღესაც ესმით და სხვაგვრად ვერც ვერასდროს გაიგებენ, თუ არა სამართლის და სამართლიანობის ( რასაც ოდითგანვე ქართულად – სჯული ერქვა) მხარეს მტკიცედ, ურყევად დგომასა და კეთილგონივრულობას, რის გარეშეც შეუძლებელია რაიმე სასარგებლოს მიღება, როგორც მეტი უსაფრთხოების, ასევე მეტი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ფაქტია: ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მტრული, არამედ ანტი-სამართლებრივი, ბოროტმოქმედების მხარდამჭერი და მართლმსაჯულების საპირისპირო, მაშასადამე თავისთავადაც – ფუნდამენტურად ანტი-ევროპული ნაბიჯი. ეს არის გზა ევროკავშირის კრახისკენ და ევროპული იდეის განადგურებისკენ. რასაკვირველია, ამ უსჯულოებისა და უგუნურების გზაზე საქართველო, ოდითგანვე ქრისტიანობის, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის ერთგული ბურჯი, არასდროს დადგება. ევროპა დასაცავია ევროპარლამენტისგან და მთავარი საფრთხე ევროპულ სახელმწიფოებს ამ ფსევდო-პოლიტიკური ორგანოსგან ემუქრებათ. ეს უდავოა და რეზოლუცია სწორედ ამის უტყუარი საბუთია“ – წერს დავით ზარდიაშვილი.

Post navigation

Previous: ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის გვერდით ვართ და საჭიროების შემთხვევაში, ერი და ბერი ფეხზე დადგება
Next: ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.