IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მესტია-ლენჯერში დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეზღუდვების სრულად მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია შედარებით დამძიმდა, მესტია-ლენჯერის რაიონში ჩვენ მოსალოდნელ ეპიდემიურ აფეთქებას გავართვით თავი და მართვა შევძელით ეფექტურად, ამიტომ, აქ რა თქმა უნდა, დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება, იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ახლა იმაზე, რომ ბათუმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლები დაიწყებენ დაბრუნებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება