აშკარად იგრძნობოდა, რომ საქართველოს პოზიცია შესმენილიც იყო და გაზიარებულიც. რუსლან სტეფანჩუკმა ასევე ძალიან კარგად გაიგო ქართული მხარის მიერ წაყენებული და ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი კონკრეტული პრეტენზიები

970X90

რუსლან სტეფანჩუკმა ასევე ძალიან კარგად გაიგო ქართული მხარის მიერ წაყენებული და ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი კონკრეტული პრეტენზიები. მის პასუხში, მუდარანარევი ხვეწნაც კი ამოვიკითხე – მორჩეს ომი, დასრულდეს ეს კოშმარი და ჩვენს ურთიერთობებში შექმნილ “თეთრ ლაქებს” მერე, საფუძვლიანად შევუდგეთ – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

„ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინაში სახელისუფლებო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ლოგიკური იყო და გამომდინარეობდა იმ უამრავ, უკრაინული მხარის მიერ წამოწეულ და დასახურ თემებთან, რომლებსაც არანაირი შეხება მეგობრობასთან და პარტნიორობასთან არც საომარ და არც სამშვიდობო პერიოდში არა აქვს. თავად ის ფაქტი, რომ რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი დათანხმდა “პრო-სახელისუფლებო” არხთან ინტერვიუზე – პირველი დადებითი მერცხალი იყო. ჩვენთვის რაღაც გაუგებარი დემარშის გაგრძელება რომ მდომებოდა – ის “გლავკანალების” საზღვრებს არ გასცდებოდა.

გარდა ამისა, გუშინ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მასთან ჩატარდა გარკვეული “მუშაობა” და საუბრები, რომლებმაც რადას სპიკერის ტონსა და თემების შინაარსზე აშკარად სასიკეთოდ იმოქმედა. აშკარად იგრძნობოდა, რომ საქართველოს პოზიცია შესმენილიც იყო და გაზიარებულიც. რუსლან სტეფანჩუკმა ასევე ძალიან კარგად გაიგო ქართული მხარის მიერ წაყენებული და ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი კონკრეტული პრეტენზიები.

მის პასუხში, მუდარანარევი ხვეწნაც კი ამოვიკითხე – მორჩეს ომი, დასრულდეს ეს კოშმარი და ჩვენს ურთიერთობებში შექმნილ “თეთრ ლაქებს” მერე, საფუძვლიანად შევუდგეთ. მე მაგალითად გუშინდელი დღის შემდეგ, ნაკლებად ველოდები უკრაინის ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან რაიმე მორიგ ღია პროვოკაციას. იქ, სადაც გერმანიის პრეზიდენტი ლამის შუა გზიდან გააბრუნეს სახლში – საქართველოს ხელისუფლების შემთხვევაში იგრძნობოდა, რომ ჩვენმა პრინციპულმა მიდგომამ თავისი ნაყოფი გამოიღო და ამ შემთხვევაში უკვე აქეთ დემარშების გამართვა ჩვენი მხრიდან გაუმართლებელი იქნებოდა – პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ჩავიდეს უკრაინაში. ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება, ხოლო მეგობრებს შორის ურთიერთპატიებამაც არ უნდა დააყოვნოს.“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

970X90
გაზიარება