IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. იქნება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ახალი გადაწყვეტილება მიღებული, ეს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს წევრები განცხადებას გააკეთებენ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა.

აღნიშნული რაოდენობა საქართველოში 16 აპრილის შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, როცა 42 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება