IMG.GE IMG.GE

კარგია, რომ ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე, თუმცა მას შეიძლება სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება დავარქვათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.  მისივე თქმით, ისინი მაინც  აგრძელებენ  სპეკულაციებსა და ვაჭრობას.

მაინც კარგია, რომ გუშინ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ უკვე გაჭრა და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღოთ ისედაც, ამ ყველაფრის გარეშე. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ისინი მაინც სპეკულირებენ, ისინი მაინც ვაჭრობენ და მე ვფიქრობ, რომ როგორც გუშინ ვთქვი და ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა თქვა, მოუწევთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერა. მე მგონია, პირადად, რომ ასევე მოუწევთ მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მხარდაჭერა ამ კანონპროექტისა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება