Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების მარეგულირებელი ახალი წესების შემუშავების პროცესში ჩაერთონ

მარშალ პრესი 16/02/2023
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გაძლევთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების მარეგულირებელი ახალი წესების შემუშავების პროცესში. ინიციატივა ითვალისწინებს საკითხით დაინტერესებული, შესაბამისი ცოდნის და/ან გამოცდილების მქონე პირების ჩართვას სააგენტოს მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

განცხადებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს:

“სამუშაო ჯგუფი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი მოთხოვნების, მათ შორის ე.წ. ღია, სპეციფიკურ და სერტიფიცირებულ კატეგორიებში ექსპლუატაციის წესების განახლება ICAO-სა და EASA-ს მიერ შემუშავებულ ახალ სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოში “U-Space“ საჰაერო სივრცის, „Urban Air Mobility“ კონცეფციის, უპილოტო საჰაერო ტაქსების დანერგვის შესაძლებლობის შესწავლა და ა.შ.

 აღნიშნულ საქმიანობაში ჩართულობა, შესაძლებლობას გაძლევთ, გაიღრმავოთ ცოდნა სამოქალაქო ავიაციის სფეროს კონკრეტული მიმართულებით და თქვენი წვლილი შეიტანოთ ახალი წესების შემუშავების პროცესში, გაეცნოთ უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისა და რეგულირების უახლეს სტანდარტებს და თანამედროვე მიდგომებს, შეიძინოთ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება, გააფართოვოთ პროფესიული კავშირები და გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებA.

 სპეციალური სამუშაო ჯგუფის საქმიანობას გაუძღვებიან სააგენტოს შესაბამისი გამოცდილებისა და კომპეტენციის სპეციალისტები. ჯგუფი ფუნქციონირებას დაიწყებს მიმდინარე წლის 1 მარტს, მისი მუშაობის დასრულება კი, ამავე წლის 30 ნოემბერს იგეგმება. ჯგუფის საქმიანობის დასრულების შემდეგ, მონაწილე პირებზე გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები.

  დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი CV-ი ელექტრონულ მისამართზე: uas-ga@gcaa.ge მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე. კანდიდატურების შერჩევის და ჯგუფის ფორმირების პროცესი დასრულდება თებერვლის ბოლოს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.’– ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტის რეზოლუციამ თქვა, რომ კრიმინალი და შარლატანი სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობაზე მაღლა დგას
Next: Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა – “ბლუმბერგი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.