Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილზე სწორედ იმიტომ ხორციელდება შანტაჟი და იმიტომ მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რომ მიზანი არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი

მარშალ პრესი 15/02/2023
ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სანქცირებამდე მივიდეს საკითხი, კობახიძემ აღნიშნა, რომ მიზანი არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი.

„ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტება. საქმე იმაშია, რომ მიზანი არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი. სანქციის დაწესება უკვე ნიშნავს დასჯას და როცა ადამიანს სჯი, მისგან არაფერს აღარ ელოდები. სწორედ იმიტომ ხორციელდება შანტაჟი და იმიტომ მოქმედებს დე ფაქტო სანქციები და არა ფორმალური სანქციები, რომ მიზანი არის შანტაჟი,“– განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, მათ იციან, ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული პერსონალური ავტორიტეტი და უნდათ ეს ავტორიტეტი მისი ნების წინააღმდეგ გამოიყენონ მეორე ფრონტის მიზნებისათვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს.

„მიზანი არის ის რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნონ პოლიტიკაში იმისათვის, რომ მან გავლენა იქონიოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. მათ იციან რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული პერსონალური ავტორიტეტი და უნდათ ეს ავტორიტეტი მისი ნების წინააღმდეგ გამოიყენონ მეორე ფრონტის მიზნებისათვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს და არ გააკეთებს. ეს მან ხაზგასმით აღნიშნა თავისივე წერილში, მაგრამ ინტერესი ეს არის. მე მგონია, რომ გაგრძელდება სწორედ იმიტომ, რომ მიზანი არის შანტაჟი და არა დასჯა. ამიტომ იყენებენ ისინი დე ფაქტო სანქციებს, რაც წამოსცდა ვიოლა ფონ კრამონს ერთხელ ინტერვიუში და ამიტომ არ იყენებენ ისინი ფორმალურ სანქციებს. თუ ადამიანს დასჯი მისგან ვერაფერს მიიღებ. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც იყენებენ რეალურად არაფორმალურ სანქციებს“– აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ის, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება პირდაპირი რეკეტია – კახა კალაძე
Next: ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება სტრასბურგმა თქვას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის სასარგებლოდ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.