Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კრიზისიდან თავის დაღწევას ” ხალხის ძალა”

მარშალ პრესი 15/02/2023
ხალხის ძალა

დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი თვითმყოფადობის, ქრისტიანობისა და დემოკრატიის სერიოზულ კრიზისს განიცდის, რაც მის თითოეულ წევრ სახელმწიფოზე ვრცელდება – ამის შესახებ ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კრიზისიდან თავის დაღწევას და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა ახალი გარემოებების მიხედვით უნდა მიიღოს.

„ვხედავთ, რომ დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი თვითმყოფადობის, ქრისტიანობისა და დემოკრატიის სერიოზულ კრიზისს განიცდის, რაც მის თითოეულ წევრ სახელმწიფოზე ვრცელდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს სულ მცირე 10-12 წელი დაჭირდება. შესაბამისად, საჩქარო და დასაკარგი არაფერი გვაქვს. ამ 10-12 წლის განმავლობაში, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კრიზისიდან თავის დაღწევას და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა ახალი გარემოებების მიხედვით უნდა მიიღოს“ – ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს
Next: შენი და კეზერაშვილის პოლიტიკური დაზავებიდან 18 წელი გადის – თამთა მეგრელიშვილის პასუხი ფადი ასლის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.