Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმით იწონებთ თავს, სამთავრობო კაბინეტებში რამდენი ტრანსგენდერი და ბისექსუალი გყავთ – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 15/02/2023
ვატო შაქარიშვილი

რა წესებით გვაიძულებენ თამაშს?! კორუფციის, ტყუილის, ბინძური ინტერესების ჭაობში გვეპატიჟებიან?! უნდათ რომ მათთან ერთად გავიხრწნათ და ჩავიძიროთ?! არ გვინდა ბატონო! არ გვინდა! საქართველოზე რომ აკომენტარებ დღეში შვიდჯერ, გადაშალე ამ ქვეყნის ისტორია, ორი პწკარი მაინც წაიკითხე! ან თუნდაც აწმყოში ნახე ნამდვილი საქართველო და აგენტურული ქსელით ნუ შემოიფარგლები!!! – ასე ეხმიანება მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც ის აბობს – „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.

„რა წესებით გვაიძულებენ თამაშს?! კორუფციის, ტყუილის, ბინძური ინტერესების ჭაობში გვეპატიჟებიან?! უნდათ რომ მათთან ერთად გავიხრწნათ და ჩავიძიროთ?! არ გვინდა ბატონო! არ გვინდა! საქართველოზე რომ აკომენტარებ დღეში შვიდჯერ, გადაშალე ამ ქვეყნის ისტორია, ორი პწკარი მაინც წაიკითხე! ან თუნდაც აწმყოში ნახე ნამდვილი საქართველო და აგენტურული ქსელით ნუ შემოიფარგლები!!!

არც ერთი კავშირი, არც ერთი ორგანიზაცია არ გვიღირს ომის ფასად და ძლივს დამშვიდებული ქვეყნის არევის ფასად! ნუ იმუქრებით! ჯერ რისი თავი გაქვთ?! თქვენივე იდიოტური სანქციები გახრჩობთ და თავზე გენგრევათ ყველაფერი! საკუთარ ქვეყნებსა და ევროპულ ღირებულებებზე ფიქრის ნაცვლად, იმაზე ფიქრობთ შობა (Christmas) რა სიტყვით ჩაანაცვლოთ! იმით იწონებთ თავს, სამთავრობო კაბინეტებში რამდენი ტრანსგენდერი და ბისექსუალი გყავთ! სისხლიანი რეჟიმის ბელადზე, თქვენივე სასამართლოს მიერ დამნაშავედ აღიარებულ სააკაშვილზე ამბობთ პოლიტპატიმარიაო და მოგვიწოდებთ საავადმყოფოში გადავაყვანოთ პატიმარი, რომელიც უკვე 9 თვეა უმაღლესი დონის კლინიკაში წევს! ამ წესებით თამაშს გვაიძულებთ?! ანტი-დასავლურ პროპაგანდაში ჩვენ რომ გვადანაშაულებთ, ყველაზე დიდ ანტიდასავლურ საქმეს სწორედ კუბილიუსები აკეთებენ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებებით!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ვინ არიან ისინი, ვინც მიზანმიმართულად ანგრევენ მსოფლიოში აღიარებულ შვეიცარულ საბანკო სისტემას, ბლოკავენ ევროპულ მედიაზე წვდომას და პოლიტიკურ ზეწოლას ახდენენ ბიძინა ივანიშვილზე
Next: დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.