რეზოლუცია ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს და შემდეგ გადაწყვეტილებასავით რაღაც უნდა აისახოს. მაგრამ ფაქტებს თუ არ ეფუძნება და მცდარი დასკვნები გამოდის აქედან, რასაკვირველია ლოგიკა ირევა და ეს აფუჭებს ყველაფერს. ევროკავშირის გარკვეული დეპუტატების გავლენით ეს რეზოლუციის ტექსტი ისე კონსტრუირებული, რომ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში და მას სახელმწიფოსგან ესაჭიროება სამედიცინო სერვისებით მხარდაჭერა და სახელმწიფო ამას არ აკეთებს, ასეთ მოცემულობას თუ ხატავენ, შემდეგ ამაზე რაც არ უნდა დასკვნა დააფუძნონ ის იქნება მცდარი და ექნება ჩალის ფასი, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„არავის მიზანი არ შეიძლება იყოს ღია კარის მტვრევა. არ შეიძლება მთელი ევროპა ასე ხედავდეს საკითხს, რომ სააკაშვილს სჭირდება რაიმე პროდუქტი მიეწოდებოდეს და მას არ აწვდიან. ასეთი რამ ხომ არ არსებობს, ეს ყველამ კარგად იცის. აქაური პოლიტიკოსები ორკესტრირებულად რომ გაიძახოდა მთელი ევროპის გასაგონად, რომ სააკაშვილი ვერ გადაადგილდებოდა, სიკვდილის პირას იყო. თუ ამას დაუჯერებენ კადრებზე მეტად, რომელიც თქვენმა არხმა გამოაქვეყნა, აქედან გამოვლენ რომ სააკაშვილს ვინმე კლავს. რა თქმა უნდ არავინ არ კლავს და ეს არასწორია“, – განაცხადა მხიეილ სარჯველაძემ.
