Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შსს-მ სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

მარშალ პრესი 14/02/2023
2320

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტზე დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.

„2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს.

საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ, საქმეზე გამოძიება შეწყდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სანდრო სულაბერიძე საქართველოს ეროვნული გალერიის მიერ ორგანიზებული გამოფენის “ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე იყო. გამოფენის მიმდინარეობისას, მან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და კედელზე დატოვა წარწერა – ,,ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

Post navigation

Previous: ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია… პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი
Next: ლяკას არ გააგებინოთ – ვატო შაქარიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.