IMG.GE ___________________________________ IMG.GE

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებ.  მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – აცხადებენ სუს-ში.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება