მოაწერეთ ხელი, გაუშვით ნიკა გვარამია”- მიმართა გადაცემა “რეაქციი”ს ეთერიდან ინგა გრიგოლიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
“ქალბატონო სალომე, თუ გაწუხებთ რეპრესიების სუნი, დღესვე შეგიძლიათ, მოაწერეთ ხელი, გამოუშვით ნიკა გვარამია, რომელიც იყო მოუთვინიერებელი “ქართული ოცნებისთვის” და მარტო ამ ნიშნით აღმოჩნდა ციხეში.
სულ მაქვს ხოლმე უხერხულობის განცდა, მათ შორის როგორც მედიის წარმომადგენელს იმიტომ, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. უსამართლოდ კაცი გაუშვეს ციხეში , გამოკეტეს გისოსებში და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. ჰოდა, რეპრესიები ეს არის ქალბატონო სალომე, “მონანიება” რომ გაგახსენდათ და მიიღეთ გადაწყვეტილება”– მიმართა ინგა გრიგოლიამ პრეზიდენტს.
