იმედი გვაქვს, რომ „სინოვაკიც“ მიიღებს ავტორიზაციას, ვინაიდან, დასკვნა, რომელიც სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის მიერ არის წარდგენილი, მკვეთრად დადებითია – ივანე ჩხაიძე

130
წაკითხვა/ნახვა

დიდი იმედი გვაქვს, რომ „სინოვაკიც“ მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, ვინაიდან, დასკვნა, რომელიც მათ სჭირდებათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც წარდგენილია სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის მიერ, არის მკვეთრად დადებითი, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა

მისივე თქმით, იმედია, უახლოეს მომავალში საქართველოში შემოტანილი ოთხივე ვაქცინა იქნება ავტორიზებული და ყველა მოქალაქეს, რომელსაც ექნება ორი დოზა ვაქცინა გაკეთებული, თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის ქვეყნებში.

„ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების პირობა გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა. დღეისათვის საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინა ავტორიზებულია, შესაბამისად, ყველა ადამიანი, რომელსაც ექნება ორი დოზა მიღებული, ციფრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, თავისუფლად შეუძლია, გადაადგილდეს ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. დიდი იმედი გვაქვს, რომ „სინოვაკიც“ მიიღებს ავტორიზაციას, ვინაიდან დასკვნა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციას სჭირდება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც წარდგენილია სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის მიერ, არის მკვეთრად დადებითი. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ქვეყანაში გვექნება ოთხი ვაქცინა, ოთხივე ავტორიზებული, შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც ექნება ორი დოზა, იქნება თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები
მოწონება