ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტას ელოდება

129
წაკითხვა/ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტას ელოდება. როგორც „ბიბისი“ წერს, ბლინკენმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს და კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის გზავნილი, რომ აშშ-ს სურს ცეცხლის შეწყვეტის ხილვა.

მისივე თქმით, მსოფლიო შეშფოთებულია პალესტინელებისა და ისრაელელების მსხვერპლის გამო.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ისრაელის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელი ცეცხლს ცალმხრივად წყვეტს, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ცეცხლი „ორმხრივად“ შეწყდება.

როგორც „ბიბისი“ წერს, ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა ეგვიპტეს ეკუთვნოდა.

ამასთან, ისრაელში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების დროს არ აკონკრეტებენ.

მოძრაობა „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ცეცხლი დღეს, ადგილობრივი დროით ღამის 02:00 საათზე შეწყდება.

კომენტარები
მოწონება