Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის კანდიდატურა წარდგენილია

მარშალ პრესი 14/02/2023
რობინ დუნიგანი1

13 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

რობინ დანიგანი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

მანამდე, 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე, ის ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის მოვალეობის შემსრულებლისა და ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამ როლში ის აშშ-ს ენერგეტიკულ რესურსებს მართავდა.

ამასთან, დანიგანი აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკისა და სანქციების საკითხებზე მუშაობდა

Post navigation

Previous: „კასპერსკის ლაბორატორია“ აღიარებული იქნა ლიდერად გლობალურ ბაზარზე მართული კიბერუსაფრთხოების სერვისებისთვის
Next: ევროპას სჭირს ის, რომ ევროპა შორდება ევროპას! – პაატა ჩხეიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.