Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

მარშალ პრესი 14/02/2023
დახმარება თურქეთისთვის

საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ერთი მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

სამინისტროს ინფორმაციით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს. ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.

Post navigation

Previous: ირინა ენუქიძეს ან სანდრო გირგვლიანს რა დამსახურება ჰქონდათ საქართველოს წინაშე?- მეგი გოცირიძე
Next: „კასპერსკის ლაბორატორია“ აღიარებული იქნა ლიდერად გლობალურ ბაზარზე მართული კიბერუსაფრთხოების სერვისებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.