Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

აშშ-ს ყოველწლიური ანგარიშის შესახებ: ანგარიში არ არის დეპარტამენტის შეფასება და შეიცავს მხოლოდ ე.წ. სახალხო დამცველისა და ოპოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს, რაზეც კონკრეტულად არის მითითებული

მარშალ პრესი 13/04/2022
გია გაბრიჭიძე

„სააკაშვილზე არაფერია ნათქვამი გარდა იმისა, რომ მას პოლიტპატიმრად მხოლოდ ოპოები მიიჩნევენ სამაგიეროდ არის საუბარი იმ დანაშაულებზე, რომლებშიც მხილებულია სააკაშვილი და რის გამო იხდის სასჯელს“– წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

„ ადრე, როცა „ამერიკის ხმას“ და „თავისუფალ ევროპას“ კგბ-ს ჩამხშობებიდან გამოღწეულ მცირე სიგნალებს გაჭირვებით ვიჭერდით, რეალური ინფორმაციის გაგების საკმაოდ კარგი მეთოდი შევიმუშავე (ისინიც კარგა გვარიანად იტყუებოდნენ ) – მოვუსმენდი მაგალითად გივი ალაზნისპირელის მიერ რაიმე საერთაშორისო სკანდალს, შემდეგ ამ თემის შესახებ ფარად სეიფულ-მულიუკოვის შეფასებებს ვნახავდი და თუ ერთმანეთს დაემთხვეოდა, ე.ი. ინფორმაცია უტყუარი იყო.

რაც შეეხება ე.წ. კრიტიკული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ნებისმიერ ამბავს, ისინი არასდროს არ არის მართალი. ეგ კი არა და მათ რომ თქვან კარგი ამინდიაო და გარეთ თაკარა მზე ანათებდეს, ეგეც არ მჯერა. მათ საოცარი დამახინჯებით გაავრცელეს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და დეპარტამენტს ათასი სისულელე დააბრალეს. უმთავრესი კი არის ის, რომ ანგარიში არ არის დეპარტამენტის შეფასება და შეიცავს მხოლოდ ე.წ. სახალხო დამცველისა და ოპოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს, რაზეც კონკრეტულად არის მითითებული. მაგალითად სააკაშვილზე არაფერია ნათქვამი გარდა იმისა, რომ მას პოლიტპატიმრად მხოლოდ ოპოები მიიჩნევენ სამაგიეროდ არის საუბარი იმ დანაშაულებზე, რომლებშიც მხილებულია სააკაშვილი და რის გამო იხდის სასჯელს. არც გამოძიებასთან და არც სასამართლოსთან არანაირი კითხვები დასმული არაა. მოკლედ რომ ვთქვა საქართველოში ინგლისურს საკმაოდ ბევრი ადამიანი ფლობს და ამ „კრიტიკულებს“ ჩვენი მოტყუების ეს “კანალიც” დაეხურათ“ – წერს გია გაბრიჭიძე.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს ესაუბრა
Next: ირაკლი კობახიძე ბაკურიანის შეკრებაზე – საინტერესოა, რატომ მოუნდათ ომის დროს შეკრების ჩატარება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება, ყოველთვის ვამბობდით, ეს არის ომის პარტია – ნაცმოძრაობას თავისი სატელიტებით დღეს უნდა ერთადერთი რამ – საქართველო გახდეს მეორე ფრონტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025