IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე დარღვეული შეთანხმების მიუხედავად, კოალიციაში “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას განიხილავს. როგორც მან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებისა და “ქვეყნის განვითარებაში” მონაწილეობის მიღების შანსი უნდა ჰქონდეს.

“ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობას პოლიტიკურ ძალებთან. თუ სააკაშვილზე გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიდეს ქვეყანაში და მიიღოს ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა. მე ჩემს პოზიციას გეუბნებით, მიუხედავად დარღვეული შეთანხმებებისა, ნაციონალურ მოძრაობას ვხედავ ჩვენთან ერთად კოალიციაში. ამ კოალიციის პრემიერობის კანდიდატი ვიქნები მე, მორჩა და დამთავრდა”, – განაცახადა ვაშაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება