Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კანადაში მოსწავლეს სტატუსი შეუჩერეს, რადგან მან თქვა, რომ მხოლოდ 2 სქესი არსებობს

მარშალ პრესი 13/02/2023
ონტ

კანადაში, რენფრიუს კათოლიკურმა სკოლამ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერა და დააპატიმრებინა იგი მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Toronto Sun-ი ავრცელებს.

ჯოშ ალექსანდერს სტატუსი გასული წლის ნოემბერში შეუჩერდა იმ კომენტარისთვის, რომელიც მან საკლასო ოთახში გენდერის შესახებ გააკეთა. მას ასევე უთხრეს, რომ იგი სასწავლებელში იქამდე ვერ დაბრუნდებოდა, სანამ ამას არ უარყოფდა.

6 თებერვალს, ალექსანდერი სკოლაში დაბრუნდა, ვიცე-დირექროტს შეხვდა, რის შემდეგაც ის ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.

როგორც კათოლიკური სკოლის მოსწავლემ Nation Post-თან ინტერვიუსში განაცხადა, მან გენდერთან დაკავშირებით კლასში მიმდინარე განხილვისას რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

„ვთქვი, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომ იბადები ან ქალად, ან მამაკაცად. ამის გამო გავეხვიე პრობლემებში“, – აღნიშნა ალექსანდერმა.

მისივე თქმით, იგი არასდროს ეძახის მის ტრანსგენდერ თანაკლასელებს იმ სახელით, რომელიც გარდასახვამდე ჰქონდათ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელს შეხვდა
Next: ეს სტატია წაიკითხეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.