Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ შეგვიძლია, რომ „ნაცმოძრაობის“ შიგნითაც ჩავატაროთ არჩევნები, მათი მფარველები ქვეყნის გარეთ ჩვენს ჭკუაზე ვატაროთ, მაშინ რაღას გვებრძვიან საერთოდ?! დაყარონ ფარ-ხმალი და ჩაგვბარდნენ

მარშალ პრესი 13/02/2023
ბექა დავითულიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ ამდენი წელია, ჩვენ რაღაც დაუსაბუთებელ პრეტენზიებს გვიყენებს. მუდმივად, რევოლუციური რადიკალიზაციის სცენარებით მოქმედებენ და ჩვენ მუდმივად მათი პასუხის რეჟიმში ვართ, ჩვენდა სამწუხაროდ“„, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის გარეთ არსებულ პოლიტიკურ ძალებში არაერთი მოკავშირე ჰყავს, რომლებიც მათ ძალიან ეხმარება, თუმცა „ქართული ოცნების“ ძალისხმევის შედეგად მათ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მიზნები ვერ განახორციელეს.

„თუ ჩვენ ის შეგვიძლია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც ჩავატაროთ არჩევნები, მათი მფარველები ქვეყნის გარეთ ჩვენს ჭკუაზე ვატაროთ, ეს მსოფლიო ჩვენი ყოფილა და მაშინ რაღას გვებრძვიან საერთოდ?! დაყარონ ფარ-ხმალი და ჩაგვბარდნენ. რა უნდა გააკეთონ მეტი?“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

უმრავლესობის დეპუტატმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზეც ისაუბრა.

„ვფიქრობ, ის აქციებიც მხოლოდ იმის დასტურია ზუსტად, რომ ფარ-ხმალს ყრიან და საერთოდ აღარაფერი შეუძლიათ. ეს მათი უძლურების დემონსტრირებაა და მეტი არაფერი. 10 კაცი რომ იკრიბება, ყვირის და ცდილობს უზრდელობით, ხმამაღალი ყვირილით გადაფარონ თავისი სიმწირე, თავისი მხარდამჭერებიც რომ არ გამოდიან ამ აქციაზე, ერთი არასამთავრობო შეკრებს იმდენ ხალხს, რასაც ესენი – ერთ აქციაზე. მაგალით, როგორიც დღეს დილას შეკრიბეს „ქართული ოცნების“ ოფისთან“, – განაცხადა დავითულიანმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა, რომ „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“.

Continue Reading

Previous: მცხეთის მერმა მოადგილეებთან ერთად, სოფელ ციხისძირში სკვერის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა
Next: მეხუთე კოლონა მოქმედებაში მოვიდა, რამაც ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაში უფრო დამარწმუნა – ლევან მამალაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025