IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ხშირად გვესმის სააკაშვილის მოძრაობისგან, რომ საქართველო იფლობა თურმე კორუფციაში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს კორუფციისგან თავისუფალ ქვეყნებს შორის და საუკეთესო ათეულშია შესული“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან კარგი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერი სარეიტინგო სააგენტოების გადაწყვეტილება, რომ შევინარჩუნოთ ის ისტორიული მაქსიმუმი, რომელსაც რამდენიმ ხნის წინ ჩვენმა ქვეყნამ მიაღწია. ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, სწორი ნაბიჯები იდგმება ამ ძალიან რთულ პერიოდში, მაშინ, როდესაც წარმატებულმა და განვითარებულმა ქვეყნებმაც კი დაკარგეს ეს რეიტინგები“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თავის გამოსვლაში ყურადღება შეაჩერა პანდემიის გამო შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა მიმართულებით დგამს ძალიან ქმედით ნაბიჯებს.

„პანდემიამ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააგდო მსოფლიო, მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა ფაქტობრივად, პარალიზებულია და ამას ცხადყოფს ის მაჩვენებლები, რომელიც აქვს თუნდაც, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებს. უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნებიც და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც. ჩვენც, რა თქმა უნდა, უმძიმეს ვითარებაში აღმოვჩნდით, მიუხედავად იმასა, რომ ძალიან კარგი წლის დასაწყისი გვქონდა. მაკროეკონომიკური მაჩვენებელებითაც ეს ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანდა და სამწუხაროდ, თებერვლის თვიდან, ჩვენ შევედით ღრმა რეცესიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახა სოციალურ ფონზე და ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ამ სიტუაციიდან მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ.

ეკონომიკური მაჩვენებელების კუთხით მარტის თვეში ძალიან მაღალი ვარდნა გვქონდა, შემდეგ აპრილში უფრო ნაკლები, მაგრამ ასევე მაღალი იყო, თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ სიტუაცია, თუ შეიძლება შედარებითი იყოს, შედარებით დასტაბილურდა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 5%-ზე მეტი ვარდა არ იქნება 2020 წელს და შემდეგ წელს ჩვენ შეგვეძლება დავიბრუნოთ ის სტატუს-კვო, რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი. ის, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა, ამის აღიარება მოხდა მსოფლიოს მასშტაბით. ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ შევძელით და გავხსენით ეკონომიკა, სხვადასხვა სფეროე და ვახდენთ სხვადასხვა სფეროს სტიმულირებას“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პროექტ „ლოგ ინ ჯორჯიას” მიმდინარეობასაც გამოეხმაურა და მის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა ფონდ „ქართუს“ გადაუხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დაწყებულია და ახლა აქტიურ ფაზაში შევიდა -„ლოგ ინ ჯორჯია”. ეს არის პროექტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ საქართველოში ინტერნეტიზაციის დასრულებას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს განათლების სფეროსთვის, რათა რეგიონებში იყოს სწრაფი ინტერნეტის დაფარვა. ამ პროექტში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა „ქართუ“ ფონდმა. პროექტს გააგრძელებს მსოფლიო ბანკი, საქართველოს მთავრობასთან ერთად და ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი შედეგი მომტანი იქნება ის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს სრულ ტერიტორიაზე იქმნება ინტერნეტის სრული დაფარვა“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება