IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დავლოცავ, ღმერთმა უშველოს, მას ჩემზე მეტად უჭირს დღეს, – ასე ეხმიანება  საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე უკრაინული სააგენტოს მიერ გავცელებულ სააკაშვილ-ადეიშვილის აუდიოჩანაწერს, სადაც სააკაშვილი ნიკა გვარამიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენებს.

“ბოლო დროს პირადად ჩემზე ნიაღვარი წამოვიდა უხამსი გამონათქვამებისა და ცილისწამებებისა.

გუშინ ნიკა გვარამიამ ყველას გადაამეტა. მინდოდა მეპასუხა მისთვის, თუმცა დღეს მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარში, მასზე ისეთები თქვეს, ისეთები თქვეს, უეჭველია განათლების მინისტრად აღარავინ დააბრუნებს, მეც დავმშვიდდი და აღარაფერს ვუპასუხებ.

დავლოცავ, ღმერთმა უშველოს, მას ჩემზე მეტად უჭირს დღეს”, – წერს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, უკრაინულმა გამოცემა Obozrovatel-მა სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა,  რომელშიც საუბარია გიორგი გაბუნიას საქმეზე და ნიკა გვარამიაზე.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება