IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა, – განაცხადა  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.  მისი თქმით, ეს საკითხი სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს.

„ვისაც ევალება, ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად დაფინანსებულია ეს პარტია გარედან, მით უმეტეს, ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია. ბანერები ჩამოვხსენით, რადგან ანტისახელმწიფოებრივია, თუმცა რუსულ თემას პირდაპირ არ ეხება. გამოძიების თემასთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, არ შეიძლება, ჟურნალისტმა გადაწყვიტოს, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა. კომპეტენტური სტრუქტურები გვყავს და გადაწყვეტენ, რამდენად დანაშაულის შემცველია, რაც გააკეთეს. ვამბობ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტივობები. თუ დადასტურდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა რუსეთიდან არის დაფინანსებული, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა. ვნახოთ, ისეთი პროცედურა გაგრძლედება, რაზეც თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება