IMG.GE ___________________________________ IMG.GE

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, უბედურ შემთხვევას 52 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საჩინოს რწმუნებულის ანზორ შეროზიას ინფორმაციით, ტრაქტორს მეზობლები სამუშოად თხილნარში მიყავდა, რა დროსაც ბორბალი გაუსკდა და გადაბრუნდა, ერთ-ერთი მგზავრი გადაბრუნებული ტრაქტორის ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი, ამავეს სოფლის მცხოვრებია. მისივე თქმით, ტრაქტორზე ასევე სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შემთხვევის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით,რა გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება