Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ ყველაფერს წითელი ზოლივით გასდევს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა – ზაზა შათირიშვილი

მარშალ პრესი 13/02/2023
ზაზა შათირიშვილი

ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვერავინ ვერაფერს ასე ვერ იტყვის, თუ ეს ორკესტრირებული არ არის. ამ ყველაფერს წითელი ზოლივით გასდევს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა კაპიტალის მეშვეობით, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა „კრედიტ სუისის“ საქმეზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ეს არის ერთიანი, სისტემური დაწოლა ქვეყანაზე და ჯერ ერთი, არავინ არაფერს მალავს. როგორც ჩვენი, ფსევდო-ლიბერალური მეხუთე კოლონა, ასევე უკრაინელი ჩინოვნიკები დროდადრო ამას პირდაპირ ამბობენ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვერავინ ვერაფერს ასე ვერ იტყვის, თუ ეს ორკესტრირებული არ არის. ამ ყველაფერს წითელი ზოლივით გასდევს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა ამ ასე, ვთქვათ, კაპიტალის მეშვეობით და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს? – ის მსხვილი კაპიტალი, რომელსაც გამოხატავს ამერიკული ოლიგარქია. ესეც ჩემი მოგონილი არ არის. ამერიკის პრეზიდენტის ჯეიმს კარტერის სიტყვებია. რამდენიმე წლის წინ ჯეიმს კარტერმა თქვა, ამერიკაში დიდი ხანია აღარ არის დემოკრატია, ამერიკაში არის ოლიგარქია“, – განაცხადა შათირიშვილმა.

Post navigation

Previous: ბოლოჯერ არ გაგინებთ, ვინც ამ ამბავს სერიოზულად არ აღიქვამთ – მიშა მშვილდაძე სააკაშვილის წაქცევაზე
Next: “ოცნების” ოფისთან ლევან ხაბეიშვილის საცირკო წარმოდგენა დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.