Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქალბატონო სალომე მუზეუმში ამ ვანდალიზმის ავტორი, სწორედ იმ ხალხის სულიერი მემკვიდრეა, ვინც თქვენს მიერ ხსენებულ ეპოქაში ნიჭს და ნიჭიერ ადამიანებს დასახვრეტად დასდევდა

მარშალ პრესი 12/02/2023
ვატო შაქარიშვილი

მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილის “ფეისბუქ” სტატუსს ეხმიანება, რომელიც მუზეუმში მომხდარ ფაქტს აფასებს.

შაქარიშვილი პრეზიდენტის მისამართით წერს, “უადგილო გამოხტომებით შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ – ჭეშმარიტ ხელოვნებას და რეპრესირებული ხელოვანების სახელს.”

“თავისუფლებაზე მგზნებარე ლოზუნგებით შეფუთული ვანდალიზმი და ბანალური უნიჭობა! პრეზიდენტს 30-იან წლებთან გაუვლია პარალელები… ქალბატონო სალომე! მუზეუმში ამ ვანდალიზმის ავტორი, სწორედ იმ ხალხის სულიერი მემკვიდრეა, ვინც თქვენს მიერ ხსენებულ ეპოქაში ნიჭს და ნიჭიერ ადამიანებს დასახვრეტად დასდევდა! მას არაფერი საერთო არ აქვს ხელოვნებასთან და მით უფრო, ხელოვნების თუ აზრის თავისუფლების იდეას შეწირულ ნიჭერ ადამიანებთან! ამიტომ, უადგილო გამოხტომებით შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ – ჭეშმარიტ ხელოვნებას და რეპრესირებული ხელოვანების სახელს!”- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ლევან ხაბეიშვილის ლაშქარი ხვალ “ქართული ოცნების” ოფისს დაეცემა
Next: გამოჩნდა, რომ თითოეული ფრაზისა და სტატიის უკან იდგა დიდი ფული – მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025