IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ვიმეორებ, დასავლელი ელჩების ერთობლივი განცხადების მწარე ეფექტი, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ევროპული საქართველოს” გადაწვეტილებას, რომლის თანახმადაც,  პარტია  საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ანალიტიკოსი დასძენს:

“მიხარია, რომ მემილიონედი წვლილი მაქვს შეტანილი კოლეგა-მეგობრებთან ერთად ჟორიკას ბიოგრაფიის ახსნაში. ნებისმიერი ფორმის კომუნიკაციაა ყველაფერი”.

მანამდე, აბაშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  რამდენიმე ევროპელ დიპლომატს შეხვდა, რომლებთანაც კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრა:

ლოპოტაზე გახარია რომ ელჩებს შეხვდა, ის ამბავი მაინტერესებდა. გავიგე და გიზიარებთ, რომ ყველა უცხოელმა ელჩმა იცის თუ ვინაა ჟორიკა რურუა. არ ელიან გაყალბებულ არჩევნებს, უფრო პანდემია ადარდებთ. პრემიერი გახარია ძალიან მოწონთ, ელიან მეტ ქმედებას მისგან. ნაცოპოზიციას უთანაგრძნობენ და “ოცნებისგან” ელიან, რომ გაისად შექმნის პირობებს, რათა აზროვნებით მემარჯვენე-ცენტრისტი-მემარცხენე ძალები წარმოჩინდნენ და არა დღევანდელი გონდაკარგული აქტიორები.
მშვიდობა, ჯანმრთელობა და განვითარება საქართველოს, კაცობრიობას!.

შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება შეცვალა და საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება