ზღმურტლიანმა პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მათ დასასრულებლად – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მის თანაგუნდელ გიორგი ბოტკოველთან ერთად ვიდეომიმართვაში.
“ჩვენ ვმოქმედებთ, ვმოძრაობთ. გვაქვს პროტესტი, რომელიც იქნება ყველა ქალაქში, ყველა რაიონში. არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის გარუსებას. ირაკლი კობახიძემ, ზღმურტლიანმა პოლიტიკოსებმა, მაჯლაჯუნებმა და ეშმაკებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მათ დასასრულებლად.
24 საათი წვიმაში, ქარში, თოვლში – გიორგი ბოტკოველი, ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ, ყველანი მზად ვართ საბრძოლველად, რომ დავასრულოთ რუსული რეჟიმი საქართველოში”– თქვა ხაბეიშვილმა ტვ “პირველი-ს ეთერში ჩართვისას.
