Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საერთოდ არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი უდანაშაულოდ არის დაჭერილი, მაგრამ პროცესისთვის და საერთო ჯანსაღი კლიმატისთვის, სჯობს გარეთ იყოს

მარშალ პრესი 11/02/2023
დავით-ზურაბიშვილი

საერთოდ არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი უდანაშაულოდ არის დაჭერილი, 7 ნოემბრის და გირგვლიანის საქმეშიც ნამდვილად დამნაშავედ მიმაჩნია და ბრალიც საკმაოდ დასაბუთებულია მის მიმართ, მაგრამ პროცესისთვის და საერთო ჯანსაღი კლიმატისთვის, სჯობს ეს ადამიანი გარეთ იყოს, – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს დასაბუთებულად მიიჩნევს და არც მისი გულშემატკივარია, თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის ქართულ ციხეში ყოფნა როგორც პოლიტიკური პროცესისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის საზიანოდ მიაჩნია.

მისივე შეფასებით ის, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კლავენ „სისულელეა“.

„ხელისუფლებას სჭირდება სააკაშვილი დამცირებულ, დაბეჩავებულ მდგომარეობაში, ოღონდ მკვდარი არ სჭირდება: მოწამლეს და კლავენ – მე სისულელე მგონია ეს. კი, ვხედავთ, რომ ცუდად არის ადამიანი და არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი, მაგრამ რატომ არის ცუდად – პრეზიდენტმაც რომ ასე დასვას საკითხი, მგონი ასე უკეთესი იქნება.“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, CNN-ის ეთერში გავრცელებული კადრებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ობიექტურ ინფორმაციას საზოგადოება ვერ მიიღებს, ვინაიდან, აღნიშნული კადრები, რომელიც „ვივა მედის“ პალატაშია გადაღებული, 4 თვის წინანდელია. ასევე თვლის, რომ ადვოკატის შეფასებებიც სუბიექტურია და ეს ბუნებრივია, ვინაიდან იგი მხარეს წარმოადგენს. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთმა კომისიამ უნდა შეისწავლოს, რომელიც ნეიტრალური იქნება და ყველა დაინტერესებული მხარის ნდობით ისარგებლებს.

Post navigation

Previous: სამწუხაროდ, დასავლეთიც ასე ფიქრობს, როგორც რუსეთი, ჩვენ ტოტალურად დამოკიდებული ვართ დასავლეთზე და ეს ძალიან ცუდია
Next: ყველას ესმის, რომ უკრაინას მასშტაბური ოპერაციების საწარმოებლად რესურსები არ აქვს, ხოლო ძალისმიერი მეთოდით აქედან რუსეთის გაგდება ძნელია და ეს დიდხანს გაგრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.