IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გავიხსენოთ ჩვენი უახლესი წარსული… ადამიანები არ იცვლებიან, ნიღბებს იცვლიან და შევადაროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს მართლაც ბევრად უკეთესია, ხვალ კი – საუკეთესო იმედის საფუძველს იძლევა. გევედრებით, არ გაიმეტოთ თავი და შთამომავლობა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ოქიტაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

“არჩევანის გაკეთება ყოველთვის უწევს ადამიანს. ყოველწუთიერად, ყოველდღიურად ,ყოველწლიურად და ა.შ. ვირჩევთ მეგობრებს, ცოლს, ქმარს, სახლს…. ასეთ ეტაპზეც კი იმედგაცრუება ძალიან რთულია, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო ალბათ ის არჩევანია, რომელსაც ოქტომბერში გააკეთებს ქართველი ხალხი.
ყოველგვარი გულგრილობა და პრინციპი „ხელები დამიბანია“ ღალატია, ღალატი საკუთარი თავისა, ოჯახისა, ქალაქისა და სამშობლოსი. მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობაა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე. არჩევანი, კი როგორც არასდროს უნდა იყოს ზნეობრივი, მორალთან და საკუთარ თავთან მართალი და არა პირადი, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებით გაჯერებული.
შემოხაზეთ ის პარტია, რომელსაც თქვენი დაცვა და არა დასჯა და მოკვლა შეუძლია.
შემოხაზეთ ის პარტია, ის მაჟორიტარი კანდიდატი ,რომლის დროსაც თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ თავისუფალი სივრცე, სიტყვა და მედია არასოდეს შეილახება.
შემოხაზეთ ის პარტია, რომელიც დაიცავს თქვენს,თქვენი ოჯახისა და თანამოქალაქეების უფლებებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, როგორც თავისუფალ გარემოში, ისე საპატიმროში, როგორც მატერიალური გაჭირვების, ისე მატერალურად უზრუნველყოფილი მდგომარეობის დროს.
საშიშია იმის გაფიქრებაც კი, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა არჩევანიც – „ჩაკლული სულის“, დახოცილი ბიჭების წართმეული თავისუფლების „შემოქმედი“ პარტია იყო და იქნება. სულერთია, „გადახალისებული სიებით“ თუ ცოლით ქმრის ჩანაცვლებით, მაინც ერთნაირად ბოროტი და ზნედაცემული სხვადასხვა სატელიტ პარტიაში გადანაწილებული ე.წ. „გავარდნილები“, რომლებიც ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და საკუთარი თავის ლანძღვას („გუშინ“ ხომ ერთ საქმეს ემსახურებოდნენ) არ ერიდებიან , რათა „ხვალ“ ისევ მეტი უბედურება შეამთხვიონ ისევე ხალხს.
ასე რომ, ყურადღებით ვიყოთ, წავიდეთ არჩევნებზე, გავიხსენოთ ჩვენი უახლესი წარსული… ადამიანები არ იცვლებიან, ნიღბებს იცვლიან და შევადაროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს მართლაც ბევრად უკეთესია, ხვალ კი – საუკეთესო იმედის საფუძველს იძლევა. გევედრებით, არ გაიმეტოთ თავი და შთამომავლობა. პირადად ჩემთვის არ არსებობს არავითარი აუცილებლობა ჩემი სინდისის მიღმა. თქვენც კარგად იცით, რომ უდიდესი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა, სძლიეთ ჩვეულ კეთილდღეობას, ეს ილუზიაა, რომელიც მირაჟივით გაქრება, როცა სული აგტკივდებათ, როცა სინდისი გამხელთ, როცა მომავალი პასუხს მოგთხოვთ. პატიოსნების ხარისხი იზომება არა შეცდომებით
(უცოდველი არავინაა), არამედ იმ შეგრძნებით, რომელიც ადამიანს ეუფლება ამ შეცდომის გაცნობიერებისას. გაბრიელ ქიქოძე ბრძანებდა – “ცოდველი არავინაა, მთავარია შენმა სინდისმა არ დაგიმალოს ეს ცოდვა”. გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს უზნეობას, რაც ამ ნაცჯალათებმა ჩაიდინეს თავისი ქვეყნის მიმართ. გონებრივი და ზნეობრივი თითქმის ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავგეთ ყველა იქ, სადაც ზნეობა ზეიმობს”, – წერს ოქიტაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება