Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს გადარჩენა შეუძლებელია, ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, ეს ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება

მარშალ პრესი 11/02/2023

უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს, ღირსების თუ უბრალოდ, ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელია, ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება!, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი საქართველოს ომში ჩართვის თემას ეხმიანება.

„პატარა და ძალიან ამაყი ერი ვართ. პატარა და ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ჩვენი ისტორია სამშობლოსა და ღირსების შენარჩუნების, გადარჩენისთვის ბრძოლაა.
სულ ბრძოლა გვიწევდა. დღესაც ვიბრძვით და მომავალშიც მოგვიწევს!.. ომი სამხედრო ძალადობა და დიდი ტრაგედიაა. ის ვიღაცისთვის პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კი უკიდურესი აუცილებლობაა. საჭიროების შემთხვევაში უნდა ვიომოთ კიდეც, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ! მაგრამ როდის არის ეს საჭიროების შემთხვევა თუ უკიდურესი აუცილებლობა?!

უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს, ღირსების თუ უბრალოდ, ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელია. ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

Post navigation

Previous: ადამიანი ილევა, აღარ არის – გიული ალასანია
Next: მიწისძვრა იყო საქართველოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.