ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

608
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორის მმართველი ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.

ისრაელის მედია ლიბანურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ჰამასმა“ შესაბამისი ინფორმაცია ლიბანურ შიიტურ დაჯგუფებას, „ჰეზბოლას“ მიაწოდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის მთავრობამ ეგვიპტელ შუამავლებს აცნობა, მხარს უჭერს ზავს ღაზას სექტორში. არსებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება