Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ფიზიკურად ვერაფერი უქნეს მამუკა მდინარაძეს, დავალება მისცეს (იაფად) შალვა ნათელაშვილს – რატი იონათამიშვილი

მარშალ პრესი 10/02/2023
რატი იონათამიშვილი

როცა ფიზიკურად ვერაფერი უქნეს მამუკა მდინარაძეს და პირიქით, უკან მიიღეს მისგან შეტევა და სიმართლე, დავალება მისცეს (იაფად) შალვა ნათელაშვილს და ალაპარაკებენ,რომ მდინარაძე პოლიტიკური პატიმარი კი არ იყო, არამედ თითქოს ქრთამზე იჯდა ციხეში.”- წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი.

“ნათელაშვილს არა, ნაცებს ვპასუხობ: მამუკა დაიჭირა თქვენმა ბელადმა პოლიტიკური მოტივით და ბრალად სამსახურეობრივი გულგრილობა წაუყენა (ქრთამის ბრალდება ფურცელზეც კი არ ქონია, უბრალოდ მოგონილი ამბავია). თუმცა, გულგრილობაშიც კი გამართლდა!

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მამას, რომელზეც უკვე მერამდენჯერ იკადრეს სიბინძურე, ახლა უკვე ნათელაშვილის პირით:
ჯერ ერთი, ოჯახებს თავი დაანებეთ, ძალიან ზედმეტები მოგდით უკვე… და მეორე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილ ლიდერს და ამ ქვეყანაში ერთ-ერთ სამაგალითო კაცს ასე რომ ესხმით თავს, მისი შვილის პოლიტიკური დაზიანების მიზნით, ეს სიბნელეც არის და ბოროტებაც ერთდროულად!
თავი დაანებეთ, ისეთ სიბინძურეებს, თქმაც რომ გიჭირთ და შალვას ალაპარაკებთ, თქვენთვის აჯობებს, დამიჯერეთ”- წერს რატი იონათამიშვილი.

Post navigation

Previous: წეროვანში სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა
Next: გახარიას პარტიისა და ნაც.მოძრაობის წარმომადგენლის დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.