Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი სვლა არის მხოლოდ დასავლეთისკენ – გივი მიქანაძე

მარშალ პრესი 10/02/2023
გივი მიქანაძე

ვიზიტები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის ცენტრალური ორგანოების და წევრი სახელმწიფოების პირველ პირებთან რეგულარულ ხასიათს ატარებს და ეს კვლავაც გაგრძელდება. ჩვენი სვლა არის მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთისკენ და ჩვენ ეს ძალიან კარგად ავსახეთ კონსტიტუციაში, როდესაც ჩავწერეთ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ეს არის მიზანი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. ყველანაირი გამოკითხვა გვეუბნება, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი სწორედ ამას ითხოვს. შესაბამისად, ეს კურსი უცვლელია და არც შეიცვლება. საქართველო დგას ცივილიზებული სამყაროს გვერდით. დღეს რიგი რადიკალი ოპოზიციონერები და მათთან დაკავშირებული რიგი ევროპარლამენტარები ცდილობენ, საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ დააბრალონ, თითქოს ჩვენ უკრაინის გვერდით არ ვართ. რეალობა არის ის, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრს უმაღლეს დონეზე მასპინძლობს პენტაგონში თავდაცვის მდივანი, არის კონკრეტული გზავნილები და დაპირებები. საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იმ სტანდარტებისკენ, ფაქტობრივად, ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ იმისთვის, რომ გავხდეთ ნატოს წევრები და საუბარია იმაზეა, რომ საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება“, – აცხადებს მიქანაძე.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
Next: აუუ რა ტანდემი იქნებოდა ზელენსკი-სააკაშვილი? – ბადრი შუბლაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.