Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან სწორად და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდი

მარშალ პრესი 10/02/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

უკრაინის ომში არსებული სიტუაცია პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან. შესაბამისად, თუ რუსეთს ომში ექნება უპირატესობა, ჩვენი ქვეყნის რისკები კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია და მისი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, სწორად მოქმედებენ, ვინაიდან, საზოგადოების ინფორმირება და მისთვის სიმართლის თქმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია საზოგადოების ინფორმირება და სიმართლის მიწოდება. არ დაუჯეროთ რადიკალი ნაციონალების პოლულისტურ მესიჯებს. ძალიან სწორედ და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს ირაკლი კობახიძეც და მმართველი გუნდიც,“ – აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი. მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია, პოპულისტური განცხადებებით ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ აშშ-ის დაზვერვის და უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული მონაცემები, პრორუსულ ნარატივად წარმოაჩინოს.

„უკრაინის ომში არსებული სიტუაცია პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან. შესაბამისად, თუ რუსეთს ომში ექნება უპირატესობა, ჩვენი ქვეყნის რისკები კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია საზოგადოების ინფორმირება და სიმართლის მიწოდება. არ დაუჯეროთ რადიკალი ნაციონალების პოლულისტურ მესიჯებს. ძალიან სწორედ და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს ირაკლი კობახიძეც და მმართველი გუნდიც. საზოგადოების აღჭურვა სიმართლით არის ერთადერთი გზა, რომ გავაცნობიეროთ რისკები და არსებული მოცემულობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეილება აქ ვინმე რუსეთს ქომაგობდეს, როდესაც მისი თეორიული წარმატების შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაში საფრთხეების და ომში ჩათრევის სურვილი გაასმაგდება? დიახ, უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. დაბოლოს, იმას, რასაც საუბრობს ამერიკის დაზვერვა და უკრაინის გენშტაბი, საქართველოში ვერ გასაღდება პრორუსულ ნარატივად!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ეს ბატონი იცით ვისი მეუღლეა? ჰოი საოცრებავ – ზურაბ ქადაგიძე
Next: რას ჰყვებიან “ფორმულიდან” გათავისუფლებული ოპერატორები? (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.