IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია დედაქალაქის მერიაში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თბილისის მერია. სერგი გვარჯალაძემ გასწია ის სამუშაო, რაც გულისხმობს კვლევების მომზადებას და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას. ამ ეტაპზე, პანდემიის პირობებში აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება ღამის ეკონომიკის განვითარებას, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა შეითავსა მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა, რომელიც აქტიურად აწარმოებს კომუნიკაციას კლუბებთან და ღამის ეკონომიკის სხვა სფეროს წარმომადგენლებთან“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

შეგახსენებთ, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე 2018 წელს დაინიშნა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება