Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი არაბეთის გაერთიანებული საამიროებისგან წელიწადში €93 ათასს იღებს და ხშირად ხმას ისეთ გადაწყვეტილებებს აძლევს, რაც საუდის არაბეთისთვის ხელსაყრელია – გამოცემა NRC

მარშალ პრესი 10/02/2023
რადისლავ სიკორსკი

ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსი წელიწადში რამდენჯერმე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებს და ქვეყნისგან ყოველწლიურად €93 ათასს იღებს იმისთვის, რომ კონფერენცია Sir Bani Yas Forum-ის მრჩევლად მუშაობს. ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა NCR წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპარლამენტში კატართან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის ფონზე დეპუტატების ფინანსური კავშირები უცხო ქვეყნებთან ყურადღების ცენტრში მოექცა. NCR-ის ანალიტიკოსებმა ევროპარლამენტში პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კენჭისყრებში მონაწილეობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სიკორსკი ხშირად ხმას ისეთ გადაწყვეტილებებს აძლევს, რაც საუდის არაბეთისთვის ხელსაყრელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილებები თავისი პოლიტიკური ჯგუფის, „ქრისტიან-დემოკრატების“ პოზიციისგან არ განსხვავდება.

თავად სიკორსკი გამორიცხვას იმას, რომ მისი გადაწყვეეტილებები კენჭისყრებზე საამიროებისგან მიღებულ ფინანსებზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, ვლადიმერ სიკორსკი ამერიკელი ჟურნალისტის, ენ ეპლბაუმის მეუღლეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტს საბჭოთა ციხეებისთვის დამახასიათებელი სტილით კლავენ.

Post navigation

Previous: ხაბუნ, კითხვაში დაიღლები და ვიდეოზე დააჭირე – თეა წულუკიანი ლევან ხაბეიშვილს (ვიდეო)
Next: მხოლოდ ქართველ “ენჯეოშნიცას” შეუძლია თქვას, რომ ხელისუფლების პოლიტიკა აცდენილია ხალხის ნებას და ამ დროს მაგიდაზე ედოს მისი სათაყვანებელი NDI -ის კვლევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.