Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

მარშალ პრესი 10/02/2023
329171375_901312464519316_8118034347232348874_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.  მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა.

„მინდა გამოვთქვა ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემგან, ძლიერ სოლიდარობას გამოვხატავ თურქეთის რესპუბლიკისადმი ამ რთულ დროს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

Post navigation

Previous: მიზეზიც სახეზეა და შედეგიც და ამას ქალბატონი ელჩის პერიოდული ინსინუაცები ვეღარ შეცვლის – ხათუნა ხოფერია
Next: საქართველოს მთავრობამ, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონი ლარი გამოყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.