Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახლა, როცა მსოფლიო ასე აირია, გასაგები გახდა, რომ პუტინიზმი მხოლოდ რუსების მიერ გავრცელებული ეპიდემია არ გახლავთ

მარშალ პრესი 10/02/2023
რობერტ სტურუა

მთელი ცხოვრება სიკეთეს ვადიდებდი, მაგრამ ბოროტების ფესვებსაც ვხსნიდი – როგორც შემეძლო! ბრძენი ფილოსოფოსნი მიმტკიცებდნენ, რომ ადამიანი გახრწნილი მხეცია, თავისუფლებისა და სიყვარულის მტერი!, – ასე პასუხობს რეჟისორი რობერტ სტურუა სვიმონ ჯანგულაშვილის წერილს.

„სწრაფი პასუხი სიმონ ჯანგულაშვილს! (თუ მაცლის ბოროტებით დანაყრებული ბრბო, მერე კიდევ მოგწერ!) ძვირფასო სვიმონ, მთელი ცხოვრება სიკეთეს ვადიდებდი, მაგრამ ბოროტების ფესვებსაც ვხსნიდი – როგორც შემეძლო! ბრძენი ფილოსოფოსნი მიმტკიცებდნენ, რომ ადამიანი გახრწნილი მხეცია, თავისუფლებისა და სიყვარულის მტერი!
რომ ძალადობა, „კაც კლა“, სიცრუე და სხვისი დამონება მათი სანუკვარი ოცნებაა!

ახლა, როცა მსოფლიო ასე აირია, გასაგები გახდა, რომ პუტინიზმი მხოლოდ რუსების მიერ გავრცელებული ეპიდემია არ გახლავთ – თურმე, ყველა ერში პუტინის აქოთებული ჭაობი თუხთუხებს – საქართველოში მაგალითად, ნაც-პუტინისტები იბრძვიან პატიოსნების და სიკეთის ჩასაქოლად!
მაგრამ ხომ „ყველა სიკეთე, რაც არსებობს დედამიწაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას,

ვინც – სიკეთეს, სიკეთეს თესავს!“, მაგრამ სამწუხაროდ, თუ გადახედავთ ისტორიას, ქართველებს, ვინც ცდილობდა, სიკეთეს რომ გაემარჯვა – პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს, მუსიკას, მოაზროვნეს – ყველას ნაც-პუტინისტებმა მოუღეს ბოლო! უნიჭო, არაფრის შემქმნელმა არარაობამ!“, – წერს რობერტ სტურუა.

ამ თემაზე:

მე ეგრევე კუბილიუსები, ფოტიგები, მალგოჟატები და სხვა პერსონაჟები გამახსენდნენ – სვიმონ ჯანგულაშვილი

Post navigation

Previous: მე ეგრევე კუბილიუსები, ფოტიგები, მალგოჟატები და სხვა პერსონაჟები გამახსენდნენ – სვიმონ ჯანგულაშვილი
Next: მიზეზიც სახეზეა და შედეგიც და ამას ქალბატონი ელჩის პერიოდული ინსინუაცები ვეღარ შეცვლის – ხათუნა ხოფერია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.